Tuesday, December 27, 2011

ინგლისურის ოლიმპიადა!!!

წელს ინგლისურის ოლიმპიადის 2 ტური ჩატარდა!პირველ ტურში 95 ქულა მივიღე და შემდეგ ტურში გადავედი!!!!

...გუშინ ღამე მე და დედა ნაძვის ხეს ვრთავდით, უცებ მამამ დაგვიძახა და გახარებული ხმით დაიყვირა: ნინო კალანდაძე_პირველი ადგილი!!! მე და დედას გვეგონა რომ მამას მოელანდა, მაგრამ არ მოლანდებია, ყველა ვიცინოდით და . . .


. . . ამის შემდეგ აღრაფერი  მახსოვს, ალბათ ტვინს დაეძინა, ხოლო ტანი ისევ მოძრაობდა!!!




ახლა დაჯილდოვება!!!
  დაჯილდოვებაზე რომ მივედით, ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა!!! ძალიან ავნერვიულდი!
დაიწყო გამოცხადება!!! თქვეს პირველ ადგილებს ბოლოს გამოვაცხადებთო, მაგრამ მე- -4,5,6,7,8,9 და მე-10 ადგილზე იმდენი ბავშვი იყო, რომ კინაღამ გადავირიე!!!
ველოდეთ, ველოდეთ, ველოდეთ, ველოდეთ, ველოდეთ, ველოდეთ, ველოდეთ, ველოდეთ... არ გათავდა!!!  ერთი მეორეს შემდეგ! თანაც ტაშს უკრავდით და ყველას ხელები გვტკიოდა! დოლოს მარტო მე უკრავდი ტაშს, მთელი დარბაზი გაჩუმებული იყო, ბოლოს მეც გავჩერდი!!!
შემდეგ ყველა დავიღალეთ და თქვეს ჯერ პირველი ადგილები ვთქვად და მერე დანარჩენი მე- -4,5,6,7,8,9 და მე-10 ადგილზე გასულებიო!!! თქვეს, დამაჯილდოვეს!!!
მომცეს: kindle fire, დიპლომი და კალენდარი წითელი ჩანთით!!! ყველას გვიხაროდა, უცნობებიც კი მილოცავდნენ გამარჯვებას!!! ძალიან სასიამოვნო გრძნობაა!!!



მივდივარ! 


ვიღებ! :)
მივდივარ!      

Friday, August 12, 2011

ბაკურიანი (მეთორმეტე დღე)

გუშინ ბაკურიანის ცენტრში ვიყავით მე, რუსო და დედა!

ცენტრი სულ სხვანაირია! ჰაერი საერთოდ არ არის, სულ ბენზინის სუნია!!! ჩვენ ძალიან კარგ ადგილას ვართ!

აი ხედიც!!!!!!!  

ბუნება გასაოცარია, ახლა ყველაფერი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ბენზინი გირჩევნიათ თუ სუფთა ჰაერი! : D

Monday, August 8, 2011

ბაკურიანი (მეცხრე დღე)

დღეს მეცხრე დღეა რაც ბაკურიანში ვართ, მე, დედა, ჩემი 2 დიდა მაკა და ნინო და 2 დეიდაშვილი, რუსო და სანდრო! მინდა გითხრათ ძალიან სახალისო არ არის, თან ცენტრიდან, კოტეჯები სადაც ჩვენ ვართ, დაშორებულია: ტყის პირას 8 კოტეჯი დგას, ეგ არის და ეგ!

Sunday, July 31, 2011

კვარიათი :)

წელს კვარიათში ვიყავი! ძალიან კარგი ადგილია! თვითონ ნახეთ! :)

აი, კვარიათის სურათები! ნახეთ, მგონი საკმარისად არის! : D




ალბათ უკვე დარწმუნდით რა ლამაზი ადგილია!



ჩვენი სასტუმროს წინ კაფე იყო, რომელსაც ”რაკუშკები ფრიდასთან” ერქვა!
ძალიან კარგი იყო! გირჩევთ ჩახვიდეთ კვარიათში, ჩემი აზრით კვარიათში ყველაზე სუფთა წყალია! ოღონდ 5-ის მერე მედუზები მოდიან, თან არ იკბინებიან. ამბობოენ, სადაც მედუზები არიან, იქ სუფთა წყალიაო!

Sunday, June 19, 2011

კუები!

ეს ყუთის კუა, დაახლოებით ასეთი მყავდა გუშინ დღეს კი აღარ მყავს! ეზოში სადღაც შეიპარა და აღარ გამოდის! მთელი ეზო გადავატრიალე, მაგრამ ვერ ვიპოვე! :( :(
ყველა ამბობს  გამოჩნდებაო; მარტო ეს მაძლევს იმედს! 

Sunday, May 8, 2011

disney world

ეს დისნეის ქვეყანაა!!! ანუ დისნეი ლენდი-როგორც ბევრი ეძახის! მე იქ ნამყოფი ვარ და მინდა გითხრათ რომ... ძალიან მაგარი არის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! იგი უზარმაზარია და სახალისო! არის ყველა ასაკის ადამიანის ატრაქციონები, პარკები და კოშკები. არის ლაბირინთები, სასრიალოები, არა ნამდვილი (ანუ პლასმასის) კუნძულები... მოკლედ, მაგარია!!!!

Saturday, April 30, 2011

დაბადების დღე!!!

დღეს ჩემი დაბადების დღე გადავიხადე (30.04.2011)! საერთოდ დაბადების დღე ხვალ მაქვს, მაგრამ 30-ში გადავიხადე. ჩემი ნამდვილი დაბადების დღე კი 1-ში არის (01.05.2011)!!!
ძალიან მაგარი იყო!!!

გამარჯობა! მე ვარ ნინო.

გამარჯობა, მე ვარ ნინო კალანდაძე! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ბლოგზე. გმადლობთ!!! თუ შეიძლება, დამიტოვეთ კომენტარები ან მომწერეთ წერილი ელექტრონული ფოსტით!