Sunday, October 27, 2013

ტრიოპები - დასაფლავება

დღევანდელი შემზარავი ამბის შემდეგ, რომელზეც წინა პოსტში მეწერია, აუცილებელი იყო რამე ისეთე მომეფიქრებინა რომ ამ ტრიოპის შესახებ არ დამვიწყებოდა, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე დამესაფლავებინა ბზის ქვეშ და აი სურათებიც:

ჯერ მოვამზადეთ ზედმეტი მიწა



ამოვიღეთ მკვდარი ტრიოპი წყლიდან, ეს მისი ბოლო სურათია... :'(

მერე დავიწყე თხრა



ჩავსვით, მიწა დავაყარეთ და დავაწერეთ "აქ არის დასაფლავებული ჩვენი საყვარელი ტრიოპი"... მშვიდობით...

Saturday, October 26, 2013

ტრიოპები - ცრემლიანი მშვიდობით...

როდესაც ამ პოსტის სათაური დაინახეთ ალბათ მიხვდით რა მოხდა... მაგრამ ჯერ მინდა მოგიყვეთ ის ყველაფერი რაც ამ ტრაგედიის წინ მოხდა!

 იყო ერთი ჩვეულებრივი დღე, წავედი სკოლაში, მოვედი და ვხედავ პატარა ტრიოპი არ ინძრევა, მივედი, გამოვიტირე, და ამოვიყვანე მაგრამ უცბად, თითქოს ნიშანი მომცა, გაინძრა! გული გამისკდა, თავში 1 წამის განმავლობაში მილიარდმა აზრმა ჩამიარა, მათ შორის ზომბირებამაც, მაგრამ მალე მოვედი აზრზე და უკავ ჩავსვი! თურმე იმიტომ არ ინძრეოდა რომ არც კი შეეძლო, წყალი 4 დღე არ ქონდათ გამოცვლილი და სულ მწვანე რღაცეებში იყო გახვეული, დიდი ალბათ ზომის გამო მოერია, მაგრამ რადგან პატარამ ახლგაზრდობაში შეწყვიტა ზრდა, გაუჭირდა ამ მწვანეებთან ბრძოლა, მეც მალე გამოვცვალე წყალი და ორივე სუფთა წყალში ჩავაგდე :)
 

   ალბათ ფიქრობთ ეს ბავშვი გადაირიაო, მე ვერაფერს ვხედავ სატირელსო, ახლავე მოგიყვებიტ სატირელ ამბავს.. უკვე ცრემლები მომადგა...
   მოკლედ, დღეს დილით გავიღვიძე და უცბად დედა შემოვიდა და მითხრა რომ დიდი ტრიოპი არ მოძრაობსო, მეც გიჟივით მივარდი და დავინახე... ის მართლა არ მოძრაობდა.. არც ეხლა მოძრაობს და არც არასოდეს იმოძრავებს... ჩემი პირველი ნორმალური ტრიოპი მოკვდა...    სიტყვები აღარ მყოფნის... კლავიატურა სულ სველია...


   ჩემმა უსაყვარლესმა ტრიოპმა იცოცხლა 1 თვე და 1 კვირა... ალბათ 70 წლის იყო... ნუ, მისთვის 70 წლის ისე 1 თვის და 1 კვირის...  მე არასოდეს დამავიწყდება...

  თუ ვინმეს აინტერესებს, პატარა ტრიოპი ცოცხალია, მაგრამ მგონი ისიც მალე მოკვდება, იმიტომ რომ კიდევ გახვეულია მწვანე რაღაცაში, ვერ ჭამს, ვერ ინძრევა კარგად... ვცდილობ რომ მოვაშორო,

როგორც ყოველთვის თქვენი დახმარება მჭირდება... მითხარით: თქვენი აზრით რომელი ჯობია; რუალეტში ჩავუშვა თუ ეზოში დავასაფლაო?

ყველას მადლობა ყურადღებისთვის და იმედია თქვენც არ დაგავიწყდებათ ტრიოპის შესახებ <3


აი, ამ სურათში მკვდარია

ეს კი გუშინ საღამოს... ცოცხალია... :'((((((

Tuesday, October 15, 2013

ტრიოპები დამატებითი სურათები :)

ეს არა არის ბლოგ პოსტი ეს არის უბრალოდ დამატებითი სურათები წინა პოსტის ასე რომ ნურაფერ დიდის ნუ მოელით : D

ეს გაწმენდამდეა გადაღებული :)

აქ ვწმინდავ...

კრიალა სუფთა :)

ფუუუ, ეს ტრიოპის კანია რომელსაც გაუჩერებლად იცვლის : D

აი ასე ვწმინდავ წყალს

ეს ორივე ტრიოპი ერთად!

და კანი :P

ტრიოპები 11-13 ოქტომბერი

11 ოქტომბერი

დავიწყე ჭუჭყის ამოღება, ამოვიღე ერთი კოვზი, ორი, სამი, ოთხი და მეხუთე უკვე ვეღარ ამოვიღე, უკვე ცოტა იყო დარჩენილი და ვეღე არ ვიღებდი.


13 ოქტომბერი

თქვენ ალბათ დაიბენით, რა ხდება რატომ აგროვებ ჭუჭყებსო, საიდან მოგაქვს ეს ჭუჭყებიო, მოკლედ ეხლავე ყველაფერს აგიხსნით!
  ინსტრუქციაში წერია რომ 1 კვირის თავზეწყლის გამოცვლის დროა და ტრიოპებს დაერხათ, ჩემს ხელში როცა ხარ და წყალს გიცვლიან კარგად არაფერი დამთავრდება! მაგრამ ჩემდა გასაკვირვად ორივე ტრიოპი გადარჩა! თავიდან შევეცადი აკვერიაუმი დამეცალა ისე რომ ტრიოპების ამოყვანა არ დამჭირვებოდა, მარგამ ძაან რთული გამოდგა! ამიტომაც (მამას იდეით) გადავწყვიდე დროებით სხვა წყალში გადამესვა ტრიოპები, აკვარიუმი დამეცალა, მერე ამევსო და ისევ იქ ჩამესვა! ყველაფერი თითქოს იდეალურად გავაკეთე მაგარ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დამავიწყდა... ტემპერატურა! წყლის ტემპერათურა უნდა ყოფილიყო 25 გრადუსი, ახალი წყლის კი იყო 19! ეს კი მთელი პროცესისი დასრულების შემდეგ გამახსენდა! ძალიან ავნერვიუდი, მაგრამ ერთ 10 წუთში წყალი გავათბე :)
   ერთი საშინელება გადავიტანე, მგრამ მე რა ნინო ვარ თუ ყველაფერი არ ჩამებლანდა და მიმებლანდა! წყლის გამოცვლის შემდეგ ახალი საჭმელი მოდიოდა, დავქხვშენი სათითაოდ თითო ციცქნა ბურთულა და ჩავიყარე და... არცერთი არ მივიდა იმ საჭმლისკენ, ველოდე, ველოდე, ველოდე მაგრამ მაინც არ ჭამდნენ! მერე რა ჭუჭყიც ამოვიღე ისევ ჩავაბრუნე, იმას დაეტაკნენ გიჟებივით და ჭამა დაუწყეს, ახალ საჭმეს არ ჭამენ! მაგრამ მერე ის ძველი რომ გათავდა ისიც შეჭამეს :)
 
და მესამე გადახლართვა არის ისთეთი რაღაცა რაშიც შენი, დიახ შენი ეხლა ამას რომ კითხულობ, შენი დახმარება მჭირდება, ქვემოთ სურათებში პირველს შეხედე, მერე მეორეს, პირველზე უცნაური ტრიოპი ხატია, მეორეზე ნორმალური და მითხარი: შენი აზრით უცნაურ ტრიოპს რამე ჭირს თუ სხვა ჯიშია??? გთხოვთ მითხარით ყველამ აან მჭირდება დახმარება :((((



ეს არის უცნაური ტრიოპი :(

ეს ნორმალური :)



Wednesday, October 9, 2013

ტრიოპები 9 ოქტომბერი

აბა ვინ გამოიცნობს ვის ჰყავს მეგობარი??? დიახ, ეს ჩემი პირველი ტრიოპია, იღბლიანი ტრიოპი რომელსაც დღეს მეგობარი შეეძინა, ისიც ძანიან პატარაა და თვითონ პირველი ტრიოპი უკვე დიდი გახდა. შევამჩნიე რომ ძალიან სწრაფად ამოძრავებენ ფარფლებს თუ რაღაცეებს ქვევით რომ აქვთ და კუდი ჯერ არ გამოჩენილა, წყლის ტემპერატურა არ იცვლება 23-სა და 24-ს შორის თამაშობს :) ისევ 24 საათიანი განათება მაქვს, რომ არ შეცივდეთ, მაინც ზამთარია, მაგრამ ცოტა რომ წამოიზრდებიან ალბათ 14 საათზე გადავლენ :) მამ ერთადერთ რაღაცაში მეხმარება; სურათების გადაღებაში, მამა ფოტოგრაპია, მე მშობელი : P მოკლედ, აი სურათები ( მიახლოვებული )



 პირველი ტრიოპი რომელიც ამ სურათში 2 დღის არის :)

ესეც პირველი ტრიოპია, პატარა სურათებში არ ჩანს : P



















Tuesday, October 8, 2013

ტრიოპები 8 ოქტომბერი

მგონი 8 ოქტომბერი ყველამ კალენდარში უნდა მოვინიშნოთ, რადგან ამ დღეს ერთი სულიერი არსება მოევლინა დედამიწას პირდაპირ ჩემს სახლში! ალბათ მიხვდით რას ვგულისხმობ!!! დიახ! ერთი ტრიოპი გამოიჩეკა, პირველი რამ რაც შევამჩნიე არის ის რომ ძალიან სწრაფად მოძრაობს, პატარაა და ძალიან ბევრს ჭამს!!! მეშინია არ გამისუქდეს, სულ ჭამს და ჭამს! ისეთი საყვარელია რომ ვერც წარმოიდგენთ, ან შეიძლება უბრალოდ მე მეჩვენება, იმიტომ რომ მე დავხარჯე ჩემი ენერგია მასზე და მე ვარ პასუხისმგებელი მის სიცოცხლეზე! თითქოს უცბათ ვიგრძენი რატომ ეშინიათ მშობელბს როდესაც მათ შვილს რამე მოსდის, თუდაც პატარა ნაკაწრი იყოს, მაგრამ ამ გრძნობამ ალბათ 0,000001 წამი გაძლო, შემდეგ სამუდამოდ ჩაკვდა ჩემს გულში : P  იმედი მაქვს რომ გავიზრდები ისევ გაცოცხლდება, მოკლედ, ტრიოპი კანისფერი და ნახევრად გამჭვირვალე არის, ინსტრუქციაში წერია რომ 3-4 დღეში უკეთესად დაინახავთო, მაგრამ არამგონია ის მე ოდესმე კარგად დავინახო, იმიტომ რომ ძალიან პატარაა! მე პირადად ძალიან მიხარია და იმედია თქვენც გიხარიათ ფოტოების გადაღებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვუღებ იმიტომ რომ სულ მოძრაობს და ძალიან პატარაა, რომ წამოიზრდება მერე გადავუღებ, მოკლედ იმედია თქვენც გიხარიათ, ეხლა წავედი დავიძინე სანამ აქვე წამივიდა გული :) აბა ძილინებისა : D

ტრიოპები 6 ოქტომბერი

6 ოქტომდერს მე ყველაფერი მოვანზადი იმისთვის რომ ტრიოპებისთვის იდეალური გარემო შემექმნა, სუფთა წყალი, შუქი, სითბო, საჭმელი... ყველაფერი მზად იყო კვერცხედისთვის! ავიღე პაკეტი, შევანჯღრიე და ნახევარი ჩავყარე, მთელი წყლის ზედაპირი დაიფარა, შემეშინდა, ვიფიქრე რაღაცა არასწორად ვქენი თქო, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე რომ ყველაფერი კარგად იყო ( მაგის შესახებ შემდეგ პოსტში დავწერ ) მოკლედ ჩავყარე და ვცდილობდი ლუპით მენახა კვერცხედი, მაგრამ ვერაფრით ვერ გავარკვიე რომელი იყო კვერცხი და რომელი იყო საჭმელი, 6 ოქტომბერს მეტი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ ველოდებოდი ტრიოპების გამოჩენას :)
ასე არის მოწყობილი მათი სახლი

ეს კი თვითონ აკვარიუმია კვერცხებით და საჭმლით :)