Tuesday, October 8, 2013

ტრიოპები 6 ოქტომბერი

6 ოქტომდერს მე ყველაფერი მოვანზადი იმისთვის რომ ტრიოპებისთვის იდეალური გარემო შემექმნა, სუფთა წყალი, შუქი, სითბო, საჭმელი... ყველაფერი მზად იყო კვერცხედისთვის! ავიღე პაკეტი, შევანჯღრიე და ნახევარი ჩავყარე, მთელი წყლის ზედაპირი დაიფარა, შემეშინდა, ვიფიქრე რაღაცა არასწორად ვქენი თქო, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე რომ ყველაფერი კარგად იყო ( მაგის შესახებ შემდეგ პოსტში დავწერ ) მოკლედ ჩავყარე და ვცდილობდი ლუპით მენახა კვერცხედი, მაგრამ ვერაფრით ვერ გავარკვიე რომელი იყო კვერცხი და რომელი იყო საჭმელი, 6 ოქტომბერს მეტი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ ველოდებოდი ტრიოპების გამოჩენას :)
ასე არის მოწყობილი მათი სახლი

ეს კი თვითონ აკვარიუმია კვერცხებით და საჭმლით :)

No comments:

Post a Comment