Tuesday, October 8, 2013

ტრიოპები 8 ოქტომბერი

მგონი 8 ოქტომბერი ყველამ კალენდარში უნდა მოვინიშნოთ, რადგან ამ დღეს ერთი სულიერი არსება მოევლინა დედამიწას პირდაპირ ჩემს სახლში! ალბათ მიხვდით რას ვგულისხმობ!!! დიახ! ერთი ტრიოპი გამოიჩეკა, პირველი რამ რაც შევამჩნიე არის ის რომ ძალიან სწრაფად მოძრაობს, პატარაა და ძალიან ბევრს ჭამს!!! მეშინია არ გამისუქდეს, სულ ჭამს და ჭამს! ისეთი საყვარელია რომ ვერც წარმოიდგენთ, ან შეიძლება უბრალოდ მე მეჩვენება, იმიტომ რომ მე დავხარჯე ჩემი ენერგია მასზე და მე ვარ პასუხისმგებელი მის სიცოცხლეზე! თითქოს უცბათ ვიგრძენი რატომ ეშინიათ მშობელბს როდესაც მათ შვილს რამე მოსდის, თუდაც პატარა ნაკაწრი იყოს, მაგრამ ამ გრძნობამ ალბათ 0,000001 წამი გაძლო, შემდეგ სამუდამოდ ჩაკვდა ჩემს გულში : P  იმედი მაქვს რომ გავიზრდები ისევ გაცოცხლდება, მოკლედ, ტრიოპი კანისფერი და ნახევრად გამჭვირვალე არის, ინსტრუქციაში წერია რომ 3-4 დღეში უკეთესად დაინახავთო, მაგრამ არამგონია ის მე ოდესმე კარგად დავინახო, იმიტომ რომ ძალიან პატარაა! მე პირადად ძალიან მიხარია და იმედია თქვენც გიხარიათ ფოტოების გადაღებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვუღებ იმიტომ რომ სულ მოძრაობს და ძალიან პატარაა, რომ წამოიზრდება მერე გადავუღებ, მოკლედ იმედია თქვენც გიხარიათ, ეხლა წავედი დავიძინე სანამ აქვე წამივიდა გული :) აბა ძილინებისა : D

1 comment: