Saturday, October 26, 2013

ტრიოპები - ცრემლიანი მშვიდობით...

როდესაც ამ პოსტის სათაური დაინახეთ ალბათ მიხვდით რა მოხდა... მაგრამ ჯერ მინდა მოგიყვეთ ის ყველაფერი რაც ამ ტრაგედიის წინ მოხდა!

 იყო ერთი ჩვეულებრივი დღე, წავედი სკოლაში, მოვედი და ვხედავ პატარა ტრიოპი არ ინძრევა, მივედი, გამოვიტირე, და ამოვიყვანე მაგრამ უცბად, თითქოს ნიშანი მომცა, გაინძრა! გული გამისკდა, თავში 1 წამის განმავლობაში მილიარდმა აზრმა ჩამიარა, მათ შორის ზომბირებამაც, მაგრამ მალე მოვედი აზრზე და უკავ ჩავსვი! თურმე იმიტომ არ ინძრეოდა რომ არც კი შეეძლო, წყალი 4 დღე არ ქონდათ გამოცვლილი და სულ მწვანე რღაცეებში იყო გახვეული, დიდი ალბათ ზომის გამო მოერია, მაგრამ რადგან პატარამ ახლგაზრდობაში შეწყვიტა ზრდა, გაუჭირდა ამ მწვანეებთან ბრძოლა, მეც მალე გამოვცვალე წყალი და ორივე სუფთა წყალში ჩავაგდე :)
 

   ალბათ ფიქრობთ ეს ბავშვი გადაირიაო, მე ვერაფერს ვხედავ სატირელსო, ახლავე მოგიყვებიტ სატირელ ამბავს.. უკვე ცრემლები მომადგა...
   მოკლედ, დღეს დილით გავიღვიძე და უცბად დედა შემოვიდა და მითხრა რომ დიდი ტრიოპი არ მოძრაობსო, მეც გიჟივით მივარდი და დავინახე... ის მართლა არ მოძრაობდა.. არც ეხლა მოძრაობს და არც არასოდეს იმოძრავებს... ჩემი პირველი ნორმალური ტრიოპი მოკვდა...    სიტყვები აღარ მყოფნის... კლავიატურა სულ სველია...


   ჩემმა უსაყვარლესმა ტრიოპმა იცოცხლა 1 თვე და 1 კვირა... ალბათ 70 წლის იყო... ნუ, მისთვის 70 წლის ისე 1 თვის და 1 კვირის...  მე არასოდეს დამავიწყდება...

  თუ ვინმეს აინტერესებს, პატარა ტრიოპი ცოცხალია, მაგრამ მგონი ისიც მალე მოკვდება, იმიტომ რომ კიდევ გახვეულია მწვანე რაღაცაში, ვერ ჭამს, ვერ ინძრევა კარგად... ვცდილობ რომ მოვაშორო,

როგორც ყოველთვის თქვენი დახმარება მჭირდება... მითხარით: თქვენი აზრით რომელი ჯობია; რუალეტში ჩავუშვა თუ ეზოში დავასაფლაო?

ყველას მადლობა ყურადღებისთვის და იმედია თქვენც არ დაგავიწყდებათ ტრიოპის შესახებ <3


აი, ამ სურათში მკვდარია

ეს კი გუშინ საღამოს... ცოცხალია... :'((((((

No comments:

Post a Comment