11 ოქტომბერი
დავიწყე ჭუჭყის ამოღება, ამოვიღე ერთი კოვზი, ორი, სამი, ოთხი და მეხუთე უკვე ვეღარ ამოვიღე, უკვე ცოტა იყო დარჩენილი და ვეღე არ ვიღებდი.
13 ოქტომბერი
თქვენ ალბათ დაიბენით, რა ხდება რატომ აგროვებ ჭუჭყებსო, საიდან მოგაქვს ეს ჭუჭყებიო, მოკლედ ეხლავე ყველაფერს აგიხსნით!
ინსტრუქციაში წერია რომ 1 კვირის თავზეწყლის გამოცვლის დროა და ტრიოპებს დაერხათ, ჩემს ხელში როცა ხარ და წყალს გიცვლიან კარგად არაფერი დამთავრდება! მაგრამ ჩემდა გასაკვირვად ორივე ტრიოპი გადარჩა! თავიდან შევეცადი აკვერიაუმი დამეცალა ისე რომ ტრიოპების ამოყვანა არ დამჭირვებოდა, მარგამ ძაან რთული გამოდგა! ამიტომაც (მამას იდეით) გადავწყვიდე დროებით სხვა წყალში გადამესვა ტრიოპები, აკვარიუმი დამეცალა, მერე ამევსო და ისევ იქ ჩამესვა! ყველაფერი თითქოს იდეალურად გავაკეთე მაგარ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დამავიწყდა... ტემპერატურა! წყლის ტემპერათურა უნდა ყოფილიყო 25 გრადუსი, ახალი წყლის კი იყო 19! ეს კი მთელი პროცესისი დასრულების შემდეგ გამახსენდა! ძალიან ავნერვიუდი, მაგრამ ერთ 10 წუთში წყალი გავათბე :)
ერთი საშინელება გადავიტანე, მგრამ მე რა ნინო ვარ თუ ყველაფერი არ ჩამებლანდა და მიმებლანდა! წყლის გამოცვლის შემდეგ ახალი საჭმელი მოდიოდა, დავქხვშენი სათითაოდ თითო ციცქნა ბურთულა და ჩავიყარე და... არცერთი არ მივიდა იმ საჭმლისკენ, ველოდე, ველოდე, ველოდე მაგრამ მაინც არ ჭამდნენ! მერე რა ჭუჭყიც ამოვიღე ისევ ჩავაბრუნე, იმას დაეტაკნენ გიჟებივით და ჭამა დაუწყეს, ახალ საჭმეს არ ჭამენ! მაგრამ მერე ის ძველი რომ გათავდა ისიც შეჭამეს :)
და მესამე გადახლართვა არის ისთეთი რაღაცა რაშიც შენი, დიახ შენი ეხლა ამას რომ კითხულობ, შენი დახმარება მჭირდება, ქვემოთ სურათებში პირველს შეხედე, მერე მეორეს, პირველზე უცნაური ტრიოპი ხატია, მეორეზე ნორმალური და მითხარი: შენი აზრით უცნაურ ტრიოპს რამე ჭირს თუ სხვა ჯიშია??? გთხოვთ მითხარით ყველამ აან მჭირდება დახმარება :((((
|
ეს არის უცნაური ტრიოპი :( |
|
ეს ნორმალური :) |